ნეიმარს მორიგი ტრავმის გამო ერთი თვე გაუცდება

AutoSharing Option
თავდამსხმელ ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში ნორვეგიასთან ამხანაგურ მატჩში (1:1) მიღებული ტრავმის გამო ერთი თვე მოუწევს ბიულეტენზე ყოფნა, - ამის შესახებ ინფორმაციას პსჟ ავრცელებს.

დღეს ნეიმარს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და მარცხენა ბარძაყის ორთავა კუნთის მეორე ხარისხის დაზიანება აღმოაჩნდა.

ნეიმარმა წელს მეოთხე ტრავმა მიიღო და 8 დღის შემდეგ განმეორებით მედშემოწმებას გაივლის.

ნეიმარს სეზონის სტარტზე ერთი თვე გაუცდა, საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში კი 5 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ