პსჟ-მა გაიმარჯვა - ანხელ დი მარიამ დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
18 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მე-10 ტურში პსჟ-მა სტუმრად 4:1 მოუგო "ნიცას".

პირველ ტაიმში დუბლი 31 წლის ანხელ დი მარიამ შეასრულა. მის ანგარიშზე 2019 წელს საფრანგეთის ჩემპიონატზე 7 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

მეორე ტაიმში გოლები კილიან მბაპემ და მაურო იკარდიმ გაიტანეს. იკარდიმ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, ხოლო მბაპემ ორი თვის შემდეგ პირველად.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 74-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი უილან სიპრიენი.

პსჟ 24 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ "ნანტს" 5 ქულით უსწრებს,
რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

28 ოქტომბერს "პარი სენ ჟერმენი" "მარსელს" უმასპინძლებს, იქამდე კი, 22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე "ბრიუგეს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული