პსჟ-მა ნეიმარში 222 მლნ ევრო გადაიხადა, მან კი მატჩების ნახევარი გამოტოვა

AutoSharing Option
ბრაზილიელ ფეხბურთელ ნეიმარს პსჟ-ში საოცარი, ამ სიტყვის ნეგატიური კუთხით, სტატისტიკა დაუფიქსირდა.

ნეიმარმა "ბრიუგესთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამოტოვა. აქედან გამომდინარე, ბრაზილიელმა 2017 წელს "ბარსადან" 222 მლნ ევროს სანაცვლოდ გადასვლის შემდეგ პსჟ-ში მატჩების ნახევარი გამოტოვა.

ნეიმარმა პსჟ-ში გადასვლის შემდეგ 126 მატჩიდან მხოლოდ 63-ში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდმა ბრაზილიის ნაკრებში ტრავმა მიიღო და ერთი თვე გაუცდება.

8 მატჩი ნეიმარმა სხვადასხვა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, რაღაც ნაწილი პირველი გუნდიდან მოკვეთის დროს გაუცდა, როცა "ბარსელონაში" სურდა დაბრუნება და ტრანსფერი ვერ შედგა, თუმცა უმეტესობა მაინც ტრავმების
გამო გაუცდა.

ტრავმების გამო ნეიმარმა პსჟ-ის 53 მატჩი გამოტოვა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული