პსჟ-მა 26 წლის იტალიელ ნახევარმცველ მარკო ვერატისთან თანამშრომლობა გაახანგრძლივა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ვერატი "პარი სენ ჟერმენში" 2024 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
ვერატი პარიზულმა კლუბმა 2012 წელს "პესკარასგან" 12 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ 290 მატჩში 9 გოლი და 48 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ვერატიმ იტალიის ნაკრებში 36 მატჩში 3 გოლი გაიტანა.