პსჟ "რეალს" მიმართავს: დაანებეთ მბაპეს თავი!!!

AutoSharing Option
პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ გააკრიტიკა მადრიდის "რეალის" თავკაც ზინედინ ზიდანის მიერ გამოთქმული სიტყვები კილიან მბაპეს მიმართ. ზიზუმ თქვა, რომ მბაპეს ოცნება ყოველთვის "რეალში" თამაში იყო.

"გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს შემაწუხებელი და გამაღიზიანებელია, თან პირველად არ ხდება. კილიანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ახლა არ არის დრო მისი დესტაბილიზაციისათვის.

მბაპეს ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 2-წლინახევრით აკავშირებს. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ იმაზე საუბრისაგან, თუ რა არის მისი ოცნება", - განაცხადა ბრაზილიელმა.

მადრიდის "რეალი" და პსჟ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე 26 ნოემბერს შეხვდებიან. მბაპემ
გუშინ, 6 ნოემბერს, "ბრიუგეს" წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული