ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპრაკებები გადადო, იტყობინება Telefoot.
მბაპე დარწმუნებული არ არის, რომ პარიზულ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება და გადაწყვიტა ფიქრის დრო აიღოს. 20 წლის მბაპეს გადაბირება კი მადრიდის "რეალს" სურს.
ფრანგი ფორვარდის მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე მოქმედებს. მიმდინარე სეზონში მბაპემ ლიგა 1-ში 13 მატჩი გამართა, სადაც 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.