პსჟ-მა "ნანტი" დაამარცხა - ნეიმარმა პენალტი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 დეკემბერს, ლიგა 1-ის მე-16 ტურში პსჟ-მა სახლში "ნანტს" 2:0 მოუგო.

სტუმრებმა მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლეს მეტოქეს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მბაპემ მასპინძლები წინ გაიყვანა.

85-ე წუთზე ნეიმარმა პენალტი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყდა.

"პარი სენ ჟერმენი" ლიდერია, მეორეადგილოსან "მარსელს" 5 ქულით უსწრებს, თან 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და 7 დეკემბერს გასვლაზე "მონპელიეს" დაუპირისპირდება.

პარიზი. "პარკ დე პრენსი". 47 485 მაყურებელი
პსჟ - ნანტი 2:0
გოლები: 1:0 მბაპე (52), 2:0 ნეიმარი (85, პენ)
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული