ამოუვიდათ ყელში - პსჟ მზადაა ნეიმარი 180 მლნ ევროდ გაყიდოს

AutoSharing Option
პსჟ მზადაა ზაფხულში ნეიმარის ტრანსფერზე შემოთავაზებები მიიღოს, იტყობინება Marca.

27 წლის ბრაზილიელი საფრანგეთში სეზონის ბოლომდე გაჩერდება, თუმცა ნეიმარს კვლავ სურს კლუბის დატოვება და ამ საკითხზე პოზიცია არ შეუცვლია.

ამასთან ერთად, პსჟ მზადაა ნეიმარი გაუშვას და შემოთავაზება 180 მლნ ევროს ფარგლებში განიხილოს. არადა, ადრე პარიზელები 300 მლნ ევროს ითხოვდნენ.

ნეიმარი გასულ ზაფხულს "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.

მიმდინარე ლიგა 1-ში ნეიმარმა 8 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხ ნეი რა ფეხბურთელი ხარ და შენ თვითონვე გადაუსვი ხაზი შენს ნიჭს. გადაყევი ამ დროსტარებას და მიიღე ის რაც მიიღე. აშკარად გეტყობა, რომ არ ხარ ხასიათზე ვიზუალურადაც კი.
მაინც მენანები ნეი.
16:53 10-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული