"ლიონს" "რეალიდან" მარიანო დიასის დაბრუნება უნდა

AutoSharing Option
"ლიონმა" შესაძლოა მადრიდის "რეალიდან" მარიანო დიასი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიბრუნოს, ამის შესახებ ცნობას Get French Football News ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელს ზინედინ ზიდანის ხელში მომავალი არ აქვს. მადრიდული კლუბი კი მზადაა ფეხბურთელი უფასოდ იჯარით სეზონის ბოლომდე გაუშვას.

აღსანიშნავია, რომ მარიანო დიასს მიმდინარე სეზონში ერთხელას არ უთამაშია ესპანეთის ჩემპიონატში. ბოლოს ის მოედანზე გასული სეზონის მაისში გავიდა.
ასევე დაგაინტერესებთ