"გენგამის" 23 წლის თავდამსხმელი ავტოავარიაში გარდაიცვალა

AutoSharing Option
"გენგამის" 23 წლის თავდამსხმელი ნატანელ ჟულანი ავტოავარიაში გარდაიცვალა, - იტყობინება ფრანგული კლუბის საიტი.

"გენგამი" გლოვობს. ნატანელ ჟულანის გარდაცვალების გამო უზომო მწუხარებას განვიცდით. ეს ჩვენთვის ტრაგიკული ამბავია და კლუბის ყველა თანამშრომლები ჟულანის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ", - წერს საიტი.

ჟულანი "გენგამის" აღზრდილი იყო, გასული სეზონის მეორე ნახევარში "ვალანსიენში" იყო განათხოვრებული, რის შემდეგაც მშობლიურ გუნდში დაბრუნდა და 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
"გენგამი" ტრაურშია კი არა, "გენგამი" გლოვობს.
ქართულად წერეთ თუ შეიძლება.
ვიქტორი
12:07 04-01-2020
0

სიახლეები პოპულარული