"გენგამის" 23 წლის თავდამსხმელი ნატანელ ჟულანი ავტოავარიაში გარდაიცვალა, - იტყობინება ფრანგული კლუბის საიტი.
"გენგამი" გლოვობს. ნატანელ ჟულანის გარდაცვალების გამო უზომო მწუხარებას განვიცდით. ეს ჩვენთვის ტრაგიკული ამბავია და კლუბის ყველა თანამშრომლები ჟულანის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ", - წერს საიტი.
ჟულანი "გენგამის" აღზრდილი იყო, გასული სეზონის მეორე ნახევარში "ვალანსიენში" იყო განათხოვრებული, რის შემდეგაც მშობლიურ გუნდში დაბრუნდა და 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ქართულად წერეთ თუ შეიძლება.