პსჟ-ს "მილანის" ერთბაშად ორი ფეხბურთელის დამატება სურს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პარიზელებს მცველი ალესიო რომანიოლი და ნახევარმცველი ლუკას პაკეტა აინტერესებთ.
პსჟ მზადაა შეთავაზება უკვე იანვარში გააკეთოს. წყაროს ცნობით, ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ პსჟ "მილანს" 80 მლნ ევროს შესთავაზებს.
24 წლის რომანიოლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 17 მატჩია სერია A-ში, ხოლო 22 წლის პაკეტამ 13 შეხვედრა ჩაატარა.