კილიან მბაპე: მაღაზიაშიც კი ვერ მივდივარ, ჩემს გარშემო უამრავი ხალხია

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდმა კილიან მბაპემ საკუთარ პოპულარობაზე ისაუბრა, რომელიც ყოველდღიურობაში დისკომფორტს უქმნის.

"გამოვალ თუ არა ქუჩაში, იმ წამსვე უამრავი ხალხი ჩნდება. სუპერმარკეტშიც კი არ შემიძლია წასვლა. თუ დავუშვათ ყველის ყიდვა მავიწყდება, მაღაზიაში ვეღარ მივდივარ. მაღაზია უნდა დაკეტონ, რომ იქ რამის ყიდვა შევძლო (იღიმის). ახლა სხვებივით ნორმალურად ყოფნა უკვე აღარ შემიძლია.

აი დავუშვათ, გავედი სასეირნოდ, ნაყინის საჭმელად. ნაყინის დაგემოვნებასაც ვერ ვასწრებ, ჩემს გარშემო უკვე 500 ადამიანია!.

მე თავად მინდოდა ასეთი ცხოვრება, მაგრამ ამ სიტუაციას ვაანალიზებ. არ არის ადვილი ამას ყოველ დღე გაუმკლავდე,
თუმცა ეს თავად მინდოდა", - თქვა მბაპემ.

მომზადებულია France 2-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ მადრიდში ნახე
ზაზა
14:49 25-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული