გარდაიცვალა მიშელ იდალგო - მისი ხელმძღვანელობით საფრანგეთმა ევროპირველობა მოიგო

AutoSharing Option
87 წლის ასაკში საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მიშელ იდალგო გარდაიცვალა, - იტყობინება France Info.

იდალგო მარსელში თავისი მეგობრების და ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა. ოჯახის ცნობით, ის ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა და მარსელში დაკრძალავენ.

იდალგო "ჰავრში", "რეიმსსა" და "მონაკოში" თამაშობდა. 1966 წელს ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. შემდეგ "მონაკოს" დუბლებს წვრთნიდა. მერე საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი, ხოლო 1976-84 წლებში მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით გალთა ეროვნული გუნდი 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, 1984 წელს კი ევროპირველობა მოიგო.

1986-91 წლებში იდალგო "მარსელს" (სამჯერ გახდა საფრანგეთის
ჩემპიონი), 2004-06 წლებში კი კონგოს რესპუბლიკის ნაკრებს ედგა სათავეში.

Sportall.Ge