პსჟ მაურო იკარდის კონტრაქტს გამოისყიდის

AutoSharing Option
თავდამსხმელ მაურო იკარდის პსჟ-ის დატოვება და იტალიაში დაბრუნება უნდა, თუმცა პარიზული კლუბი მასთან დამშვიდობებას არ აპირებს.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, "ინტერსა" და პსჟ-ს შორის გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტია შეტანილი, რომ პარიზელებს კონტრაქტის 70 მილიონად გამოსყიდვა შეუძლიათ და ამას გამოიყენებენ.

"პარი სენ ჟერმენიდან" მალე ფორვარდი ედინსონ კავანი წავა და ამიტომ იკარდის გაშვება არ აწყობთ.

ამ სეზონში იკარდიმ 30 მატჩში 20 გოლი გაიტანა.