ფრანგი პოლიტიკოსი: მბაპე 35 მილიონი ეღირება - დაბალი ხელფასების გამო ფეხბურთელები უარესად არ ითამაშებენ

AutoSharing Option
ფრანგმა პოლიტიკოსმა დანიელ კონ-ბენდიტმა, რომელიც 1968 წლის მაისის საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო, რასაც პრეზიდენტ შარლ დე გოლის გადაყენება მოჰყვა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმაზე, თუ კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისი რა გავლენას მოახდენს ფეხბურთზე.

"ხვალ მბაპე, საუკეთესო შემთხვევაში, 200 მილიონი ევრო კი არა, არამედ 35-40 მილიონი ეღირება და ვის შეეძლება მისი შეძენა?

ფეხბურთის ფაქტობრივ რეგულირებამდე მივალთ. მეტიც, მომავალში "ხელფასების ჭერის" დაწესება იქნება საჭირო.

ეს რეორგანიზაცია, ფეხბურთელების ხარჯების გარდა, მათ საიმიჯო უფლებებსაც შეეხება. მენეჯერების სისტემა უნდა დავანგრიოთ, ვინც ამ ბიზნესითაა დაკავებული.

ცოტა
უფრო ფხიზელი შეხედულება, ცოტა უფრო მეტი თანასწორუფლებიანობა - ეს კარგი დასაწყისი იქნება. დაბალი ხელფასების გამო ფეხბურთელები უარესად არ ითამაშებენ", - განუცხადა კონ-ბენდიტმა Ouest France-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული