პსჟ შავ დღეშია და მზადაა ჩემპიონთა ლიგის მატჩები საზღვარგარეთ ჩაატაროს

AutoSharing Option
საფრანგეთში ჩემპიონატი ნაადრევად დასრულდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა კი განაცხადა, რომ სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე ვერ განახლდება. ჯერ უცნობია, გამოაცხადებენ თუ არა ჩემპიონად პსჟ-ს, რომელიც სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. ამას გარდა, პარიზული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მატჩებს საკუთარ მოედანზე ვერ ჩაატარებს.

"ჩვენ მთავრობის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება გვსურს. თუ საფრანგეთში თამაშის უფლებას არ დაგვრთავენ, მზად ვართ საზღვარგარეთ ვითამაშოთ", - განუცხადა "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ელ ჰელაიფიმ RMC Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არიქა ვიაქტიუროდ, ბელორუსმა არ დაგვასწროს :))
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული