"სენტ ეტიენს" თასის ფინალში პსჟ-სთან თამაში მაყურებლებთან ერთად უნდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ვადამდე დასრულდა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სხვა ქვეყნებსაც ტურნირების დასრულებისკენ მოუწოდებს, ამ დროს კი "სენტ ეტიენის" პრეზიდენტი როლან რომეიერი პსჟ-სთან თასის ფინალის მაყურებლებთან ერთად ჩატარებას მოითხოვს, - იუწყება "ეკიპი".

რომეიერის აზრით, ასეთი მატჩის მაყურებლების გარეშე გამართვა აბსურდია და თუ ფეხბურთის ფედერაციას მიაჩნია, რომ აგვისტოში ჩემპიონატის დაწყება უსაფრთხოა, მაშინ ეს თასის ფინალსა და ლიგის თასის ფინალსაც ეხება.

ფედერაცია ახალი სეზონის დაწყებას გადადებული ფინალებით გეგმავს - 13 ან 20 აგვისტოს თასის ფინალი "სენტ ეტიენსა" და პსჟ-ს და სამი
დღის შემდეგ ლიგის თასის ფინალი პსჟ-სა და "ლიონს" შორის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული