ტომას ტუხელი პსჟ-ში გააგრძელებს მუშაობას

AutoSharing Option
ტომას ტუხელი მომავალ სეზონშიც პსჟ-ის მწვრთნელი იქნება.

"სპორტ ბილდის" ცნობით, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლით კმაყოფილია და გერმანელ სპეციალისტს მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

ამას გარდა, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პერიოდში კლუბს არ უნდა, ტუხელს კონტრაქტის გაწყვეტისათვის 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ამიტომ პსჟ-მა მოლაპარაკებები შეწყვიტა მასიმილიანო ალეგრისთან და სიმონე ინძაგისთან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული