ბრაზილიის ექსფეხბურთელი: როგორ უნდა გახდეს ნეიმარი საუკეთესო, თუკი პსჟ-ში ითამაშებს?

AutoSharing Option
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი ელბერი ნეიმარის კატალონიის "ბარსელონაში" დაბრუნების შანსებზე Cadena Ser-თან საუბრობს:

"რამდენადაც მან თავად დატოვა "ბარსელონა", ჩემი აზრით, "კამპ ნოუზე" აღარც დაბრუნდება. ვფიქრობ, ნეიმარი ძალიან ცუდად მოექცა "ბარსას". როცა ის გუნდს ტოვებდა, განაცხადა, დატოვება გამოწვეული იყო იმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად გახდომა სურდა.

ძალიან გთხოვთ, რა. ვერ გახდებით მსოფლიოში საუკეთესო, თუ პსჟ-ში თამაშობთ. ამისათვის თქვენ უნდა იყოთ "რეალის," "ბარსელონასა" და ისეთი გუნდის ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მომგებია.

ვფიქრობ, პსჟ უახლოესი 3-4 წელიწადი ლიგას ვერ მოიგებს".

-31/01/1-ronaldo.jpg" border="0" alt="alt" title="ელბერი: როგორ უნდა გახდეს ნეიმარი საუკეთესო თუ კი "პსჟ-ში" ითამაშებს?" style="height: 50px; width: 50px;" />ნუთუ ეს შესაძლებელია - ნეიმარი "იუვენტუსში" რონალდოსთან ტანდემში?

altჰარგრივსი: ის ნეიმარივითაა, ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს

ასევე დაგაინტერესებთ