პსჟ-ის თავდამსხმელი, 21 წლის კილიან მბაპე ჰყვება, თუ ვისგან იღებდა მაგალითს კარიერის ადრეულ ეტაპზე.
"პირველი მაგალითი ზიდანი იყო, მაგრამ შემდეგ რონალდო გამოჩნდა. კრიშტიანომ უამრავი ჯილდო მოიგო, მაგრამ მოტივაცია მაინც არ დაკარგა და დღემდე საუკეთესოა.
ორივე მათგანმა ფეხბურთის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა. არ დავმალავ - მეც მინდა საკუთარი თავის დაწერა." - ციტირებს მბაპეს Daily Mirror-ი.
2018 წელს კილიანი საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.
მიმდინარე სეზონში მბაპეს 20 მატჩში 18 გოლი დაუგროვდა.