პსჟ-მ იკარდი გამოისყიდა - თანხაც ცნობილია

AutoSharing Option
Football Italia-ს ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენმა" მილანის "ინტერიდან" არგენტინელი ფორვარდი მაური იკარდი გამოისყიდა და მასთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

წყაროს ცნობით, ფრანგულმა მხარეს ფორვარდის ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადა. ასევე, ბონუსების სახით იტალიელებმა, შესაძლოა, კიდევ 7 მილიონი მიიღონ.

27 წლის ფორვარდი მილანურმა გრანმა პარიზულ კლუბში გასული სეზონის დასაწყისში გაანათხოვრა. იკარდი პსჟ-ს შემადგენლობაში ჯამში 31 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.