ნეიმარის ბიძაშვილი რაუ "ლიონში" გადავიდა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის ბიძაშვილი რაუდემან სანტიაგო რაუ საფრანგეთის მეექვსე ლიგის სამოყვარულო გუნდში, "ლიონში" გააგრძელებს კარიერას, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა თავისი "ტვიტერით" გაავრცელა.

26 წლის რაუც თავდამსხმელია. ისევე, როგორც ნეიმარი, "სანტოსის" აღზრდილია. ის აქამდე სამშობლოში ნაკლებად ცნობილ გუნდებში თამაშობდა.

სხვათა შორის, "ლიონი" 1893 წელსაა დაარსებული და მისი ხელმძღვანელები თვლიან, რომ რაუსთან კონტრაქტის გაფორმება მათი კლუბისთვის კარგი რეკლამაა.