დი მარია: მიხარია, რომ 2017 წელს "ბარსელონაში" არ გადავედი

AutoSharing Option
პსჟ-ის ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ გაიხსენა, რომ 2017 წელს შეიძლებოდა "ბარსელონაში" გადასულიყო.

"პარიზში თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მაგრამ ზოგიერთი კლუბში რაღაცებს ლაპარაკობდა, რაც ტყუილი გამოდგა. "ბარსა" ჩემს გადაბირებას ცდილობდა. კლუბები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, მაგრამ საბოლოოდ პსჟ-მა ჩემი გაყიდვა არ ისურვა.

ტყუილმა ძლიერ გამაღიზიანა, თუმცა ბოლოს და ბოლოს კმაყოფილი ვარ, რომ არ წავედი. პარიზში თავს ახლაც ჩინებულად ვგრძნობ. ჩემი ოჯახიც ბედნიერია.

ჩემი ევროპული კარიერა აქ მინდა დავასრულო. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება. კონტრაქტის განხილვა არ დაგვიწყია. ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული, დანარჩენი
კი შემდგომში მოხდება. შესანიშნავი იქნებოდა ჩემპიონთა ლიგა ისევ მომეგო, - ციტირებს დი მარიას "ეკიპი".