"მილანის" მცველი თეო ერნანდესი პსჟ-ში გადადის

AutoSharing Option
"მილანის" მცველი თეო ერნანდესი სეზონის დასრულებისთანავე იტალიის ჩემპიონატს დატოვებს და კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. ამის შესახებ იტყობინება Onda Cero. 

წყაროს ცნობით, თეო პსჟ-ის წარმომადგენლებს უკვე მოელაპარაკა. აღსანიშნავია, რომ პარიზელები ზაფხულში ლევენ კურზავას გაუშვებენ, ხოლო მას სწორედ ერნანდესი ჩაანაცვლებს. გარიგების ფასი 50 მილიონი ევრო იქნება. 

შეგახსენებთ, 22 წლის მცველი "მილანში" მადრიდის "რეალიდან" 20 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 25 მატჩი ჩაატარა 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

altრუსი მოდელი თეო ერნანდესს გაუპატიურების მცდელობას აბრალებდა და დააპატიმრეს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული