"პარი სენ ჟერმენმა" ტიაგო სილვას შემცვლელის ძებნაზე მუშაობა უკვე დაიწყო და როგორც ჩანს, უკვე იპოვა.
ამ ეტაპზე პარიზელების მთავარი მიზანი მიუნხენის "ბავარიის" მცველი ლიუკა ერნანდესია. ინფორმაციას Cadena SER-ი ავრცელებს. პსჟ-ის წარმომადგენლები ფეხბურთელის ახლო წრეს უკვე ეკონტაქტებიან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგები ლიუკას ძმით, "მილანის" მარცხენა მცველით, თეო ერნანდესით არიან დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, გასულ წელს "ბავარიამ" ერნანდესი "ატლეტიკოსგან" 80 მილიონ ევროდ გამოისყიდა.