ფეხბურთელები, რომლებსაც ახალ ზიდანს უწოდებდნენ - რა დაემართათ ფრანგ ტალანტებს?

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანი - მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ფეხბურთელია. მან სანაკრებო და საკლუბო დონეზე პრაქტიკულად ყველანაირი ტიტული მოიგო, 1998 წელს კი "ოქროს ბურთის" მფლობელიც გახდა.

გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს სწორედ მას ადარებენ. იყო რამდენიმე კარგი და იმედისმომცემი ფეხბურთელი, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა უმაღლეს დონეზე ასპარეზობა.

1. იოან გურკიუფი
თავისი სტილით გურკიუფი მართლაც წააგავდა ზინედინს. მასზე საუბრები ძალიან ადრე დაიწყო, როცა ის ჯერ "რენეში" თამაშობდა. მეტიც, მას "ახალგაზრდა ზიდანს" ეძახდნენ. 20 წლის ასაკში ის ანჩელოტის "მილანში"
გადავიდა, თუმცა ვერ შეთამაშდა.

შემდეგ იოანი საფრანგეთში დაბრუნდა და "ბორდოში" დაიწყო თამაში. იქ 2 წელი ითამაშა, რომელიც მის კარიერაში საუკეთესო პერიოდი იყო. ახლა ნახევარმცველი 33 წლისაა და თავისუფალი აგენტია.

2. სამირ ნასრი
სამირს ზიდანს მაშინ ადარებდნენ, როცა ის "არსენალში" თამაშობდა. ნამდვილად, მისი ლონდონში ყოფნის პერიოდი საუკეთესო და ყველაზე გამორჩეული იყო. თავად ნასრი ყოველთვის ცდილობდა, ზიდანს დამსგავსებოდა.

თუმცა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის შემდეგ მის კარიერას დაღმასვლა დაეწყო და საბოლოოდ, "ვესტ ჰემში" გაყიდეს. აქაც ვერ მოიკიდა ფეხი და ახლა ბელგიის ჩემპიონატში, "ანდერლეხტის" ღირსებას იცავს.

3. ჟერემი მენეზი
ერთხელ ზიდანს ჰკითხეს, ვის უწოდებდა თავის შთამომავალს და ერთ-ერთ კანდიდატად აზარი შესთავაზეს, თუმცა ფრანგმა უარყო ბელგიელი და "მონაკოს" ფეხბურთელი ჟერემი მენეზი დაასახელა.

კარიერის განმავლობაში მან მოასწრო "რომაში", პსჟ-სა და "მილანში" თამაში, თუმცა დიდი ვარსკვლავი მაინც ვერ გახდა.

მილანში წარუმატებელი თამაშის შემდეგ, მენეზი "ბორდოში" გადავიდა. შემდეგ იყო თურქეთი და მექსიკა. ამჟამად კი პარიზის ნაკლებად ცნობილ გუნდში თამაშობს, რომელიც მეორე ლიგაშია.

4. დიმიტრი პაიეტი
დიმიტრიზე საუბარი მაშინ დაიწყეს, როცა ფრანგმა "ვესტ ჰემში" ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.

შემტევი ნახევარმცველის თამაშმა დეშამის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ნაკრებში გამოიწვია. ეროვნულ ნაკრებშიც კარგად ითამაშა და ევრო 2016-ის პრიზიორი გახდა.

თუმცა მასაც დაღმასვლა დაეწყო და "მარსელში" გადავიდა, სადაც დღემდე თამაშობს. ვერ ვიტყვით, რომ დიმიტრი საერთოდ ამოვარდა ფორმიდან, მაგრამ როგორიც "ვესტ ჰემში" იყო, ისეთი აღარ არის.


ასევე დაგაინტერესებთ