ჟუნინიომ ნეიმარის სიხარბესა და ბრაზილიელთა კულტურულ სიძუნწეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ლიონის" ტექნიკურმა დირექტორმა ჟუნინიომ პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარზე ისაუბრა.

"ბრაზილიაში ჩვენ ბავშვობიდან მხოლოდ ფულზე ფიქრს გვასწავლიან, ევროპაში კი ხალხს სრულიად სხვა მენტალიტეტი აქვს. მასწავლიდნენ, რომ იქ უნდა წავსულიყავი, სადაც მეტს გადამიხდიდნენ. ეს ბრაზილიური გზაა.

შეხედეთ ნეიმარს, ის პსჟ-ში მხოლოდ ფულის გამო გადავიდა. ამ კლუბმა მისთვის ყველაფერი გააკეთა და აი, ახლა კონტრაქტის ამოწურვამდე წასვლა უნდა. არადა, დროა, პარიზულ კლუბს აჩვენოს, რომ მადლიერია.

ნეიმარი მოედანზე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, აჩვენოს ერთგულება, პასუხისმგებლობა და ლიდერული თვისებები. პრობლემა ისაა, რომ ბრაზილიური ისტებლიშმენტი კულტურულ სიძუნწეზეა დაფუძნებული და
სულ უფრო მეტი ფული უნდა. ამას გვასწავლიან, ეს ვისწავლეთ.

ასე რომ, მას უბრალოდ ასე ასწავლეს. უნდა განვასხვავოთ ნეიმარი-ფეხბურთელი და ნეიმარი-ადამიანი. როგორც ფეხბურთელი, რონალდოსთან და მესისთან ერთად საუკეთესოთა სამეულშია. სწრაფია, მძლავრი, გოლების გატანაც ეხერხება და საგოლე გადაცემებსაც ნამდვილი ათიანივით აკეთებს.

თუმცა, როგორც ადამიანი, ვფიქრობ, ის დამნაშავეა - მას პროგრესირება და საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა მართებს. მოცემულ მომენტში იმას აკეთებს, რაც ცხოვრებამ ასწავლა. მინდა მჯეროდეს, რომ შეიცვლება", - განუცხადა ჟუნინიომ "გარდიანს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ქართველების მენტალიტეტიც ეგრე არაა, რაღა ნეიმარზე გაგიკვირდათ?
დავითი
29 ივლისი 2020 17:03
4
იიიიიი, ფიგლითან თარგმნით. წერა რომ ისწავლო არ იქნება ცუდი. ესტაბლიშმენტი კი მეცნიერული ტერმინია, თუ ტერმინის შესაბამის შინაარსობრივად გამართულ ქართულ ვარიანტს შეიმუშავებ, გაგვაგებინე.
l.j.-ს
08 ივლისი 2020 13:21
6
ფიგლი:გუგლი მექანიკური შეცდა დავუშვი (მეცნიერული ტერმინი მომეწონა ;)
L.J.
08 ივლისი 2020 17:33
0
ესტაბლიშმენტი??ქართული სიტყვაა პირდაპირ ფიგლიდან თარგმნით გასაგებია,მაგრამ რაღაც რაღაცაები ჩაასწორეთ
L.J.
08 ივლისი 2020 13:13
1
ამის დედაც.. ფული გვინდა უბრალოდ, რომ ვიარსებოდ, რა ვქნათ ესეა ეს ოხერი ცხოვრება მოწყობილი. აი ნეიმარის შემთხვევა სულ სხვა იყო მაგ: ბარსაში როცა გადავიდა კი იყო მაგარი ფეხბურთელი, მაგრამ ბარსადან დაიწყო მაგის ვარსკვლავობა! ნუ მესის, სუას, ნეის ტრიო იყო რაღაც სასწაული! ხელფასიც ქონდა მაგარი, სახელიც სიყვარულიც და ფეხბურთელიც იყო რამის მეგა ვარსკვლავი. ერთ დღესაც ეტყობა ეს ყველაფერი ეცოტავა, თან ფულის ხამი მამამისიც ჩაერთო საქმეში და მოხდა ის რაც მოხდა. ეხლა კი ნანობს ყველაფერს, მაგრამ რაღა დროის. ესე იცის ფულზე დაგეშვამ, რაც მეტი გაქვს მეტი გინდა, საბოლოოდ ჩაერთვება კანონზომიერება და ეს ყველაფერი ფაფუ!
vaxo
08 ივლისი 2020 11:18
1
მართალია ჟუნინიო,ბრაზილიელთა მენტალიტეტი ჩვენი შესაფასებელი არაა,მაგრამ ნეიმართან მიმართებაში სიმართლეს ამბობს.ეს ტიპი ისტორიაში დარჩება როგორც ფულზე დახარბებული,უთავმოყვარეო, ნიჭიერი სპორტსმენი.მას უნდოდა რომ ნომერ პირველი ფეხბურთელი გამხდარიყო,მესის და რონალდოს ეჯიბრებოდა მუდამ,ვერ მიაღწია ამას და დიდ ფულად გაყიდა თავი,იფიქრა რახან რეკორდულ თანხად გავიყიდეო,ამით მაინც ვაჯიბებო მათ
Levan
08 ივლისი 2020 01:05
1
ფულის ხამი, რომ არ იყოს ბარსადან წავიდოდა?! ბარსას მერე კი ჩაკვდა როგორც ფეხბურთელი.ეხლაც ბარსას სასამართლოში უჩიოდა ისევ ფულზე და კარგად მაგრადაც წააგო პროცესი! მაგაზეა ნათქვამი უნახავმა რა ნახაო...
zura
07 ივლისი 2020 23:08
1
ნეიმარს დაეტყო უბარსობა, თუ უფრო ბარსას უნეიმარობა?
მინდია
26 ივლისი 2020 21:26
0
უჯიშო, უჯილაგო, დამპალი, ნიავის საღვერაი!
შაკო
07 ივლისი 2020 22:51
2

სიახლეები პოპულარული