ომი პარიზში - პსჟ-მა თასი მოიგო და მბაპე დაკარგა

AutoSharing Option
საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ-მა 1:0 დაამარცხა "სენტ ეტიენი" და მეცამეტედ დაეუფლა საპატიო პრიზს.

მატჩს პარიზის "სტად დე ფრანსის" სტადიონზე 5 000 მაყურებელი დაესწრო.

გოლი მე-14 წუთზე ნეიმარმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 31-ე წუთზე მბაპესთან უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა "სენტ ეტიენის" მცველი პერენი. მბაპემ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა და სარაბიამ შეცვალა. ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს. ამ ინციდენტის შემდეგ მოედანზე ჩხუბი ატყდა, რომელშიც მონაწილეობა მეკარეებმაც მიიღეს.

"პარი სენ ჟერმენმა" მეოთხედ შეასრულა ოქროს დუბლი
და "სენტ ეტიენის" რეკორდი გაიმეორა.

რაც შეეხება "სენტ ეტიენს", თავდადებულად და ძალიან უხეშად თამაშობდა, პერენის გაძევების გარდა ამ გუნდის კიდევ ექვსმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი. ისიც ხაზგასასმელია, რომ კაცნაკლულმა პუელის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნეიმარს, რომ ვუყურებ ნერვები მეშლება მაგ, ფულზე გაყიდულზე.
g.k.l
25 ივლისი 2020 12:38
1
ნეიმარიც მოგყვეს.
ზურა
25 ივლისი 2020 09:43
5
ზურა-ს! ფეხბურთი რომ გიყვარს იმიტომ ნატრულობ ნეიმარის დამტვრევას? ზოგჯერ სისულელეს რომ იტყვი ბოდიში რომ მოიხადო არაა სირცხვილი!
დავით 67
29 ივლისი 2020 17:11
0
ნეიმარზე ჩემი ანგარშიშები მაქვს და ჩემი პირადი საქმეა ვიზე რას ვიტყვი. ფეხბურთი, რომ მიყვარს იმიტომაც ვარ მაგაზე გაბრაზებული. შენ კი არამკითხე სოსო ხარ თუ ვიღაცა შენთვის დაეტიე, წადი შენს სოფელში, დათოხნე, დაბარე, დაფოცხე მოიყვანე ლობიო, მაინც მეტი საქმე არ გაქვს გატყობ. თან დასვენებულზე ჩაუჯექი, მაგ შენს რუსულ არხს და უყურე რამდენიც გინდა. გატყობ მაგარი მოცლილი და ინტრიგანი ვინმე იქნები.
სოსოს ზურასგან.
25 ივლისი 2020 13:38
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული