ნეიმარი: წინ 4 ფინალი გველოდება

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდი ნეიმარი სეზონის დარჩენილ ნაწილზე საუბრობს და თავის შედეგიანობას აფასებს.

შეგახსენებთ, დღეს პარიზელები საფრანგეთის ლიგის ფინალში "ლიონს" დაუპირისპირდებიან.

"ჩვენ წინ 4 ფინალი გველოდება. ყოველი მატჩი გადამწყვეტი იქნება. ეს ფინალებია. ზუსტად ამ განწყობით გავდივართ სათამაშოდ. ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვით.

მე კმაყოფილი ვარ ჩემი მაჩვენებლით. აშკარაა, რომ გუნდის თავდაჯერებულობა ჩემზეც მოქმედებს. ასე რომ, სავსებით კმაყოფილი ვარ. ინდივიდუალური თამაში და გუნდური ერთსულოვნება ჩვენ ტიტულებამდე მიგვიყვანს." - ციტირებს ბრაზილიელს Diario Sport-ი.

ვადაზე ადრე დასრულებულ საფრანგეთის ჩემპიონატში ნეიმარმა 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი
და გააკეთა 6 შედეგიანი გადაცემა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი შენი შე გამყიდველო.
გ.გ
19:06 31-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული