პსჟ-ის მფლობელმა ნეიმარსა და მბაპეზე უცნაური განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" მფლობელმა ნასერ ალ ხელაიფიმ "ატალანტასთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის შემდეგ გუნდის ვარსკვლავების - კილიან მბაპესა და ნეიმარის შესახებ ერთობ უცნაური განცხადება გააკეთა.

"ნეი და კილიანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ნეი ტოპ 3-შია, ის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მინდა გითხრათ, რომ ნეიმარი და მბაპე პსჟ-ს არასდროს დატოვებენ, არასდროს! ორივე მათგანი გუნდთან ერთად დარჩება", - განაცხადა ნასერმა.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა ბოლოს 25 წლის წინ მოახერხა. ხელაიფიმ ამაზეც ისაუბრა.

"ღამით აღვნიშნეთ, თუმცა დილიდან ნახევარფინალზე
ფიქრი დავიწყეთ. ჩვენ ფეხბურთელებს მენტალობა უნდა შევუცვალოთ, რადგან მედიას გუნდის არასდროს სჯერა. თუმცა გუშინ განსაკუთრებული დღე იყო. ფეხბურთელებითა და პერსონალით ძალიან ვამაყობ. არ იყო ადვილი ამ შედეგის მიღწევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლიგა შეწყდა", - აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ