ლუის სუარესის შეძენა პსჟ-მა მოისურვა

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს.

სუარესს "ბარსას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განუცხადა, რომ გუნდის დატოვება მოუწევს და სიტუაციას ყურადღებით აკვირდება "პარი სენ ჟერმენი".

ორი წლის წინ, ფორვარდ ნეიმარის თხოვნით, პარიზული კლუბი ამაოდ ცდილობდა ურუგვაელის შეძენას, ახლა კი ამისათვის ხელსაყრელი ვითარებაა.

ჯერ პსჟ-ს ტრანსფერისთვის არაფერი მოუმოქმედებია, რადგან "ბარსას" მიერ 33 წლის სუარესთან კონტრაქტის გაწყვეტას ელოდებიან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუარესი შეიძლება "აიაქსმა" 15 მილიონ ევროდ შეიძინოს და უკან დაიბრუნოს.

ასევე დაგაინტერესებთ