პსჟ-ის საოცარი თავგადასავლები გრძელდება - "მეცი" 90+3-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის გადატანილ მატჩში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "მეცი".

ორი სასტარტო მატჩის წაგების შემდეგ პარიზულმა გუნდმა, როგორც იქნა, გაჭირვებით გაიმარჯვა.

მასპინძლებს წინა შეხვედრაში დისკვალიფიცირებული ნეიმარი, პარედესი და კურზავა ვერ დაეხმარნენ, მბაპე კი კორონავირუსის გამო ჯერ ვერ თამაშობს.

მსაჯმა 65-ე წუთზე პსჟ-ის მცველი დიალო გაძევა, მაგრამ მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება - გოლი 90+3-ე წუთზე დრაქსლერმა გაიტანა.

და კიდევ: შეიძლება დისკვალიფიკაციით "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი დი მარიაც დასაჯონ, რომელმაც წინა ტურში "მარსელის" ფეხბურთელს შეაფურთხა. ტრავმა მიიღო და 63-ე წუთზე
შეცვალეს ბერნატი და არაა გამორიცხული, პარიზელთა გუნდს მომავალ შეხვედრაში ისიც ვერ დაეხმაროს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული