საფრანგეთის ლიგა 2-ში სოშოს ფეხბურთელმა მეკარეს უკბინა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ეგიდით "ვალენსიანი" "სოშოს" დაუპირისპირდა და ნულოვანი ფრე დააფიქსირა.

აღნიშნული მატჩი ყურადღების ეპიცენტრში არასათამაშო კომპონენტით გახდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა ჩხუბი დაიწყეს. საინტერესოა, რომ არასასიაოვნო ეპიზოდის განეიტრალებისას, კამერებმა "ვალენსიანის" კიპერის, ჟერომ პრიორის სახეზე სისხლი შეამჩნიეს.

როგორც ცნობილი გახდა, ფრანგი მეკარე ოსეინო ტიუნთან კამათობდა, ამ უკანასკნელმა კი 'ლუის სუარესის' როლი მოირგო და მეტოქე ასე 'დასაჯა'.

"მის ლოყაზე, აშკარად, ნაკბენია. იმ ეპიზოდში, როდესაც ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მე უკვე გასახდელ ოთახში ვიყავი და შესაბამისად, არაფერი დამინახავს. 

აუცილებელია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მომხდარი
სწორად შეაფასონ და რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ" - განაცხადა "ვალენსიანის" მწვრთნელმა.