მბაპეს პარიზული კარიერა დასასრულს მიუახლოვდა?

AutoSharing Option
სამყაროს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის პარიზული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში კილიან მბაპე ფრანგული გრანდისთვის შეუტევს, სავარაუდოა, რომ ის უკვე გუნდის შეცვლაზე ფიქრობს.

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მბაპე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ ფიქრობს. გუნდთან დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობებში, 21 წლის ფეხბურთელი პსჟ-ის ღირსებას 2022 წლამდე დაიცავს.

მიუხედავად ამისა, კონტრაქტის არგახანგრძლივების შემთხვევაში, ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობა არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან 2 წლის შემდეგ მბაპე კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ კილიანის სატრანსფერო ღირებულება 260 მილიონ ევროს უტოლდება.

alt

მბაპეს პარიზული კარიერა დასასრულს მიუახლოვდა? " style="height: 50px; width: 50px;" />მბაპე "ბარსელონაში" - ნუთუ ეს შესაძლებელია?
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამყაროს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე????????
ნეიმარი მეგონა აქმდე!!!!
გურჯი
10:07 21-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული