ფრანგული გუნდის ფეხბურთელი საჯაროდ მასტურბაციისათვის გაასამართლეს

AutoSharing Option
ფრანგული "ანჟეს" ალჟირელ ნახევარმცველ ფარიდ ელ მალალს ექსჰიბიციონისტური აქტებისათვის სასამართლომ წლინახევრით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, ჯარიმად ორი ათასი ევრო, სასამართლო ხარჯების დაფარვა დააკისრა და დაავალდებულა ფსიქიატრთან გაიაროს კონსულტაცია.

ინციდენტები მარტსა და აპრილში მოხდა, როდესაც 23 წლის ფეხბურთელი პანდემიის გამო იზოლაციაში იმყოფებოდა. ის სამჯერ იქნა დაფიქსირებული, როდესაც ტანზე გახდილი ქალების თვალწინ, მათი ნების საწინააღმდეგოდ მასტურბირებდა. ბიჭი ფარიდი 4 მაისს დააკავეს, 8 ივნისს ბრალი აღიარა და სასამართლომდე გირაოთი გაათავისუფლეს.

ამ სეზონში მან აგვისტოში ორი მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი უდისციპლინობისა და ვარჯიშებზე სისტემატური დაგვიანებისათვის
მეორე გუნდში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექსჰიბიციონიზმი (თუ ელ მალალს ნამდვილად სჭირს) თითქმის არ ექვემდებარება მკურნალობას.