პირველადი გამოკვლევით, ნეიმარს მოტეხილობა არ აღმოაჩნდა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა "ლიონთან (0:1) გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა.

პირველადი გამოკვლევით, შემტევის ტრავმა იმდენად სერიოზული არ აღმოჩნდა და ფეხბურთელი ტერფის მოტეხილობისგან გადარჩა. დღეს ბრაზილიელს MRI-გამოკვლევა ჩაუტარდება და ის ზუსტად აჩვენებს ნეიმარის ტრავმის სიმძიმეს.

შეგახსენებთ, მატჩის ბოლო წუთებზე ტიაგო მენდესმა ბრაზილიელზე იუხეშა და მსაჯისგან წითელი ბარათიც დაიმსახურა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით