პსჟ-ის მეკარეს მატჩისას სახლი გაუქურდეს

AutoSharing Option
ეს უკვე აპრობირებული მეთოდია - სპეციალურად არჩევენ ფეხბურთელების სახლების გასაქურდად მომენტს.

საფრანგეთის ჩემპიონატზე "მონპელიესთან" საშინაო მატჩისას (4:0) პსჟ-ის 27 წლის ესპანელმა მეკარემ სერხიო რიკომ კეილორ ნავასი შესვენების შემდეგ შეცვალა, სწორედ იმ დროს კი მისი სახლი გაქურდეს.

"პარიზიენის" ცნობით, ქურდებმა სახლიდან 25 ათასი ევრო, ძვირფასი საათები და საიუვილირეო ნაწარმი წაიღეს. პოლიციამ ჯერ ქურდები ვერ დააკავა, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს.

სიახლეები პოპულარული