პსჟ-მა სერხიო რამოსს წლიურ გასამრჯელოდ 15 მილიონი შესთავაზა

AutoSharing Option
"რეალის" მცველი სერხიო რამოსი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და არაა გამორიცხული, კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს.

Onda Cero-ს ცნობით, პარიზულმა კლუბმა სერხიო რამოსს სამწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა.

ამ დროს "რეალი" თანამშრომლობის მხოლოდ 1 წლით გაგრძელებას და ხელფასის შემცირებას სთავაზობს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალსა" და პსჟ-ის ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთის ფეხბურთელებს არ წაიყვანენ.

რამოსი "რეალში" 2005 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში კი ლა ლიგის 14 მატჩში 2 პენალტი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი ხელფასია.თუ ეკონომიურად დახარჯავს,პირის გასაპარსი "ბრიტვის"ფულიც დარჩება.რატომღაც,მაინც მგონია,რომ რეალის ხელმძღვანელობა,რამოსს არ გაუშვებს მაგრამ, თუ მესიც პარიზში აღმოჩნდა...საინტერესო იქნებოდა,ორი მოსისხლე გუნდის კაპიტნის, ერთ გუნდში თამაში.
სოსო
26 იანვარი 2021 13:15
1
გაბურძგნულ წვერში მართლა სასაცილოა, კაპიტანს მეტი მოეთხოვება, ხელფასიც მშვენიერია და იმედია მოგვშორდება ეს მფატრავი :), აი მესის და პსჟ-ს ურთიერთობა კი არამგონი შედგეს, 80% გუნდში(სახლში) დარჩება, 10% - სიტი; 5% - MLS; 5% - J Liga.
გიორგი
26 იანვარი 2021 15:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული