პსჟ-მა სერხიო რამოსს წლიურ გასამრჯელოდ 15 მილიონი შესთავაზა

AutoSharing Option
"რეალის" მცველი სერხიო რამოსი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და არაა გამორიცხული, კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს.

Onda Cero-ს ცნობით, პარიზულმა კლუბმა სერხიო რამოსს სამწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა.

ამ დროს "რეალი" თანამშრომლობის მხოლოდ 1 წლით გაგრძელებას და ხელფასის შემცირებას სთავაზობს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალსა" და პსჟ-ის ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთის ფეხბურთელებს არ წაიყვანენ.

რამოსი "რეალში" 2005 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში კი ლა ლიგის 14 მატჩში 2 პენალტი გაიტანა.