ნეიმარმა "ბარსელონა" გამოიყენა და კიდევ ერთხელ მოატყუა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ნეიმარმა პსჟ-სთნ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.

RAC1 იტყობინება, რომ ერთი თვის წინ "ბარსელონამ" ნეიმართან მოსალაპარაკებლად პარიზში თავისი წარმომადგენელი გააგზავნა და ბრაზილიელმა უკან დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა რამდენიმე დღეში "პარი სენ ჟერმენთან" ხელშეკრულება გააგრძელა.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსა" თვლის, რომ ნეიმარმა მათი კლუბი კიდევ ერთხელ მოატყუა და გამოიყენა, რათა პსჟ-სთან რაც შეიძლება მომგებიანი კონტრაქტი გაეფორმებინა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით ნეიმარი პსჟ-ში სეზონში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ბონუსებსაც მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ისე ამ ტინგიცას, ცირკში ჟონგლიორობა მოუხდებოდა.
gigi
10 მაისი 2021 11:26
1
ეს და მამამისი, შეიხის ფულებს შეელევიან? ისე არაა ჩემი მტერი!
zura
10 მაისი 2021 11:25
1
წლების წინ,მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე,დავწერე რომ ნეიმარი(ამ აზრში,მაშინ ბევრი გულშემატკივარი მეთანხმებოდა და ალბათ, ახლაც დამეთანხმება),ვერასოდეს გახდებოდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი.თქმა არ უნდა,ის მართლაც უდიდესი ტალანტია,მაგრამ ფული და გართობა უფრო მეტად უყვარს.ამ წლების განმავლობაში,მისი ეს ხასიათი,კიდევ უფრო განვითარდა.წლები ემატება და ის,ისევ ერთერთ საუკეთესოებში ითვლება.დარწმუნებული ვარ,ბოლომდე ასე დარჩება.არა და შეეძლო,საუკეთესო გამხდარიყო
სოსო
10 მაისი 2021 09:12
0
აბსოლუტურად *საუკეთესოა* მხოლოდ სიხარბის დონით , მართლა ვერავინ ვერ შეედრება !
კახაბერი
10 მაისი 2021 09:43
1
აუ მაგარი ღადაობა იქნება პსჟ ლიგაზე რო ვერ გავიდეს,ლიგიდან უკვე გავარდნენ,ჩემპიონობა თითქმის დაკარგეს,თასებში რა ქნეს არ ვიცი...ნეიმარი კი საბოლოოდ ოუენი გამოდგა,თუმცა ოუენის ნაპერწკალა სეზონები მაინც ჰქონდა ეს კი საბოლოოდ დარჩა ცირკის მასხარად,გამონაკლისი მხოლოდ ერთი სეზონი იყო...
გულშემატკივარი
10 მაისი 2021 02:15
2
ფულის გამო ბრმავდებიან და მერე თვალების ასახელად ფულიც ვეღარ შველით.
ნეიმარის და ფლორენტინო პერესის ნაირი ხალხი ფეხბურთს აუპატიურებენ.
თავადი
10 მაისი 2021 01:32
1
კაცი, რომელიც ერთხელ მოგატყუებს და იუდასავეთ ფულებზე გაგყიდის, იმისგან რას უნდა ველოდოთ? ბოლოსდაბოლოს ბარსამ დაიფასოს თავი და ამ მათხოვარს ნუ ეხვეწება.
ბარსა
09 მაისი 2021 20:16
1
ამას ისე აქვს თავში ავარდნილი, რომ გონია სულ ასე იქნება. ბევრი გვინახია მაგარი ჯადოქარი ფეხბურთელები, ბოლოს რა მიიღეეს? ჩემი ფეხები...
გია
10 მაისი 2021 10:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული