პეტერ ბოსი "ლიონის" მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
"ლიონის" მწვრთნელად ნიდერლანდელი პეტერ ბოსი დანიშნეს, - იტყობინება ფრანგული კლუბის პრესსამსახური.

57 წლის ბოსს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

ბოსმა რუდი გარსია შეცვალა, რომელსაც ხელშეკრულება დაუსრულდა და არ გაუგრძელეს.

"ლიონი" საფრანგეთის ლიგა 1-ზე მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.