პოჩეტინიომ პსჟ-ს კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა - მას "რეალი" ეპატიჟება

AutoSharing Option
პსჟ-ის მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაწყვეტა სთხოვა, - იტყობინება Goal-ი.

პოჩეტინიო "რელის" მთავარი სამიზნეა და აგრეთვე ყოფილი კლუბი, "ტოტენჰემი" ცდილობს მის დაბრუნებას.

ზინედინ ზიდანის ნაცვლად "რეალს" მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრის დანიშვნა სურდა, მაგრამ მან "იუვენტუსში" დაბრუნება არჩია და ახლა პოჩეტინიო მადრიდელთათვის პრიორიტეტული კანდიდატია.

პოჩეტინიო "პარი სენ ჟერმენს" 2021 წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საფრანგეთის თასი მოიგო.