"მას არ გავყიდით, არც უფასოდ დაგვტოვებს..." - ნასერ ალ-ხელაიფი მბაპეს გუნდში დარჩენას პოზიტიურად უყურებს

AutoSharing Option
პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა კლუბში გადასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები სრულად უარყო. არაბმა შეიხმა მისი პოზიცია დააფიქსირა და ისიც თქვა, რომ ის საფრანგეთის დედაქალაქში სათამაშოდ საკმაოდ დიდხანს დარჩება.

მბაპეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აქვს, მისი დამატების მთავარი ფავორიტი კი მადრიდის "რეალი" გახლავთ, რომელსაც გამოკვეთილი ლიდერი ისე სჭირდება, როგორც თევზს წყალი.

"სიმართლეს გეტყვით, მბაპე პარიზში რჩება. ჩვენ მას არ გავყიდით, არც უფასოდ დაგვტოვებს. კილიანს ყველაფერი აქვს, რათა პარიზში თავი შესანიშნავად იგრძნოს. სად უნდა წავიდეს? რომელ კლუბს
აქვს ჩვენნაირი ამბიციები? რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ყველაფერი კარგად მიდის და დიდი იმედი გვაქვს მხარეები კონტრაქტის გახანგძლივებასთან დაკავშირებით მალევე შევთანხმდებით. ეს პარიზია, ეს მისი ქვეყანაა. მას "პარი სენ ჟერმენისთვის" წარმატების მოტანის გარდა, ლიგა 1-ის დონის ამაღლებაც ევალება. ეს მისი ქვეყანა და დედაქალაქია" - განაცხადა ნასერ ალ-ხელაიფმა.

წყარო: marca

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული