"აქ თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა რამდენად საუკეთესოა პსჟ ჩემთვის?..." - მბაპე წასვლაზე ალაპარაკდა?

AutoSharing Option
კილიან მბაპეს ფრანგულ "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულს ეწურება, ახალგაზრდა შემტევმა კი თავის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ არ იცის არის თუ არა პსჟ მისთვის იდეალური ადგილი.

კილიანი 22 წლის ასაკში მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მის დამატებას კი რამდენიმე წელია უკვე მადრიდის "რეალი" ცდილობს.

France Football-თან საუბრისას მბაპემ საკუთარ "პარი სენ ჟერმენთში" თამაშის ბედნიერებაზე ისაუბრა:

"მე მიწევს რთული და სწორი გადაწყვეტილების მიღება, მე ჩემს თავს საუკეთესო უნდა მივცე. მე მომწონს გუნდი სადაც ვთამაშობ, აქ თავს კარგად ვგრძნობ,
თუმცა რამდენად საუკეთესოა პსჟ ჩემთვის? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს" - განაცხადა კილიანმა.

თუ მბაპე ფრანგული გუნდის დატოვებას გადაწყვეტს უნდა შეეცადოს, რომ გუნდი არ დააღალატოს, რაც აუცილებელია.

"პსჟ-ს ჩემი მოთხოვნები კარგად ესმის, რადგან მათ იციან, რომ მე გუნდს, რომელმაც უმაღლეს დონეზე ამიყვანა არ ვუღალატებ. როდესაც კარგი ფეხბურთელი ხარ უნდა იცოდე, როგორ უნდა გააკეთო საქმე სწორად, ისე რომ არავინ დაზიანდეს".

მომზადებულია marca-ს მიხედვით