სერხიო რამოსი პსჟ-ში გადადის

AutoSharing Option
"რეალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული 35 წლის მცველი სერხიო რამოსი პსჟ-ში გააგრძელებს კარიერას, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".

სერხიო რამოსი უახლოეს ხანში მედშემოწმებას გაივლის და პარიზულ კლუბთან კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

რამოსის აგენტი პსჟ-სთან იანვრიდან აწარმოებდა მოლაპარაკებას და ფეხბურთელის სასურველ ორსეზონიან ხელშეკრულებაზე "პარი სენ ჟერმენი" მაშინვე დათანხმდა.

პარიზელებს სურთ, მისი, აშრაფ ჰაკიმისა და ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერი 15 დღეში გამოაცხადონ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ წვერები მოიპარსე! ტყის კაცსს გავხარ!
ramosas
12:27 02-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული