ნიკოლას ანელკამ კილიან მბაპეს მოუწოდა

AutoSharing Option
ნიკოლას ანელკამ კარიერა "პარი სენ ჟერმენში" დაიწყო. ფრანგი ფეხბურთელი პარიზიდან ახალგაზრდულ ასაკშივე წავიდა და თავი დიდ კლუბებში გამოსცადა. 42 წლის ექსფეხბურთელი კილიან მბაპეს მოუწოდებს:

"თუ შენ დიდება გინდა, პსჟ-დან უნდა წახვიდე" - განუცხადა ნიკოლასმა The Athletic-ს.

"რასაც შენ პარიზში აკეთებ, კარგია, მაგრამ ვიღაც ყოველთვის იტყვის: "დიახ, შენ "პარი სენ ჟერმენისთვის" დიდებული იყავი, თუმცა მხოლოდ საფრანგეთისთვის და არა ინგლისისა და ესპანეთისთვის". ამრიგად, შენ საუკეთესო ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელი არ გამხდარხარ.

შენ უნდა გადაწყვიტო, "ოქროს ბურთის" მოგება თუ გინდა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ
მესის მსგავსად, კონკურენცია საუკეთესოებს უნდა გაუწიო.

შენ ვერ იტყვი, რომ საუკეთესო ხარ, როდესაც "პარი სენ ჟერმენში" თამაშობ. საფრანგეთის ლიგა მარტივი ნამდვილად არ არის, არასწორად არ გამიგო, მაგრამ საუკეთესო ჩემპიონატი ინგლისშია. ამრიგად, თუ გინდა, იყო საუკეთესო, გააკეთე იგივე "ჩელსიში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში", "არსენალში" ან "მანჩესტერ სიტიში", "ლივერპულში", მადრიდის "რეალში" ან "ბარსელონაში", იტალიის გრანდებში. შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, რომ საჯაროდ ვისაუბროთ" - განაცხადა ანელკამ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით