პოჩეტინოს ახალი თავსატეხი დაემატა

AutoSharing Option
ევრო 2020-ის საუკეთესო მოთამაშე ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს უკვე შეუერთდა, თუმცა, ტრანსფერთან  ერთად, ფრანგული კლუბის მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს ახალი თავსატეხი დაემატა.

კილიან მბაპე კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, ნეიმარს, მარკინიოსსა და კიმპემბეს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს, რადგან ისინი სერხიო რამოსს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ და ბოლოს, გუშინდელი დღის შემდეგ მაურისიომ უნდა გადაწყვიტოს, კარში კეილორ ნავასს დააყენებს თუ ჯანლუიჯი დონარუმას.

სულაც არაა გასაკვირი ის ფაქტი, რომ კოსტარიკელ მეკარეს "აძურის" კარის მცველის ტრანსფერი არ გაუხარდა. მსგავსი სიტუაცია გახლდათ მადრიდის "რეალში" ასპარეზობის დროსაც, როდესაც მეორე
მეკარედ ტიბო კურტუა მოიყვანეს. ბელგიელმა ის ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო და დღემდე კლუბის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა.

ნავასს იმედი აქვს, რომ ბოლო 2 სეზონში გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და ნახევარფინალში გასვლის გამო პირველ მეკარედ აირჩევენ, თუმცა ძნელია იმის თქმაც, რომ 22 წლის ვარსკვლავს პარიზელები სათადარიგოთა სკამზე დასვამენ.

კეილორი თავდაპირველად ბედნიერი იყო, "პარი სენ ჟერმენში" ხომ მისი ყოფილი თანაგუნდელი და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი სერხიო რამოსი გადაბარგდა. კიპერმა გუნდთან კონტრაქტიც 2024 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც მას კოშმარშიც არ უნდა დასიზმრებოდა, მოიყვანეს ახალგაზრდა ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც პოტენციალით ნავასს გაცილებით აღემატება.

ამრიგად, პოჩეტინოს ახალი თავსატეხი დაემატა. ჯერჯერობით უცნობია, აირჩევს 22 წლის ფეხბურთელს თუ  პრიორიტეტად კვლავაც გამოცდილებას დააყენებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით