სერხიო რამოსი: მესისთვის ჩემს გუნდში ადგილი ყოველთვის მოიძებნება

AutoSharing Option
პსჟ-ის ახალწვეულმა სერხიო რამოსმა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესიზე და ახალ თანაგუნდელ ნეიმარზე ისაუბრა.

"საუკეთესო ფეხბურთელებთან თამაში მომწონს და მესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მისთვის ჩემს გუნდში ადგილი მუდამ მოიძებნება.

მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი "ბარსელონაში" თამაშობდა, მე კი - "რეალში", ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის შეტყობინებებს მიგზავნიდა და პსჟ-ში მეპატიჟებოდა. ასეთ ურთიერთობას ვაფასებ", - ციტირებს რამოსს TNT Sports-ი.

ასევე დაგაინტერესებთ