მესი მაიკლ ჯორდანს დაეხმარა

AutoSharing Option
ლიონელ მესის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა არამხოლოდ საფეხბურთო სამყაროსთვის, არამედ კომერციული კუთხითაც ძალიან დიდი მოგება იყო, მაგალითად, მისი ტრანსფერი NBA-ის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელისთვის, მაიკლ ჯორდანისთვის სასიხარულო ამბავი გახლავთ.

ექს "ჩიკაგოს" კალათბურთელმა პანდემიის პერიოდში დიდი ზარალი განიცადა, მესის გადასვლის შემდეგ კი თანხის დაბრუნებას შეძლებს.

Forbes-ის გამოქვეყნებულ მონაცემებში ჩანს, რომ მაიკლის ქონება კოვიდ 19-ის პერიოდში 24%-ით შემცირდა (2.1 მილიარდი დოლარიდან - 1.6 მილიარდ დოლარამდე).

როგორ უნდა დაეხმაროს მესი ჯორდანს?

ლეო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სპორტსმენი გახლავთ, მისი მაისური კი
ყველა ფეხბურთის მოყვარულისთვის სასურველია, პსჟ-ს სპორტულ ეკიპირებას ჯორდანის ბრენდი ახორციელებს (Nike-ის ერთ-ერთი ცალკეული ხაზი).

ყოფილ კალათბურთელსა და პარიზულ გიგანტს შორის მოლაპარაკება 2019/20 წლების სეზონში შედგა, რის შემდეგაც თითეულ გაყიდულ მაისურზე თანხის 5% მაიკლი მიიღებდა.

ამრიგად, მესის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის შემდეგ, ვარაუდობენ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე არგენტინელის მაისურს 2.5 მილიონი ადამიანი იყიდის, ამ რაოდენობით კი ჯორდანი დიდ სარგებელს ნახავს.

ამრიგად, ლეოს ყიდვიდან დღემდე პსჟ-მ გაყიდული მაისურებით 120 მილიონი გამოიმუშავა, ჯორდანმა კი შაბათ-კვირას 6 მილიონი ევრო მიიღო, რაც დრო გავა ეს თანხა ნელ-ნელა ზემოთ აიწევს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 6 /
პანდემიის პერიოდში გამოვიდა The Last Dance, რომელმაც MJ გაიხსენა, ვისაც არ ახსოვდა და გააცნო, ვინც არ იცნობდა და დავიჯერო, ამ პერიოდში განიცადა მაინცდამაინც ზარალი? მსოფლიო ისტერია მოყვა ამ დოკუმენტურ სერიებს.
nanka2002
14 ნოემბერი 2021 15:53
0
აბა როგორ გაუჭირდა ჯორდანს რომ მესი ეხმარება 1.6მილიარდის მფლობელს კიდევ ფულის შოვნის პრობლემა აქვს.
George
16 აგვისტო 2021 10:12
0
ისეთი საინტერესო სტატიაა გადავირიე
გულშემატკივარი
16 აგვისტო 2021 04:48
0
სისულელეას რატომ წერთ ? პსჟ ს 10-12 % ეკუთვნის გაყიდული მაისურიდან , ანუ 10-12 მილლიონი და არა 120
16 აგვისტო 2021 00:33
0
აუუ!საწყალი ჯორდანი,როგორ გაღატაკებულა.მთელი ცხოვრება ბურთს დაუთმო და სა- ცადოდავს 1,6 მილიარდიღა დარჩა.რა ეშველება?იქნებ ბიძინა დაეხმაროს ჰა?არა,თუ გაიგო ნამდვილად დაეხმარება.
888
15 აგვისტო 2021 17:34
8
ბიძინას რომ მიახტი მის მეტი რაა ვინც დაეხმარება.
ბუკა
16 აგვისტო 2021 08:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული